მსოფლიო გარდამტეხი არჩევნებისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პირისპირ. დემოკრატიის მთავარი გამოწვევა კი წლევანდელ საარჩევნო ციკლში დეზინფორმაცია იქნება. ამაზეა ფოკუსირებული შეერთებული შტატები - ოფიციალური ვაშინტონი სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოკავშირე სახელმწიფოებსაც. დეზინფორმაციასთან ბრძოლის სავალდებულო რეკომენდაცია საქართველომ ევროპელი პარტნიორებისგან უკვე დიდი ხანია მიიღო, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად ხელისუფლება ხშირად თავად ხდება დეზინფორმაციის მთავარი შემოქმედი.