მთავარი შეკითხვები უპასუხოდ რჩება - "ქართული ოცნება" ცდილობს ზედაპირული განმარტებების გაკეთებას, თუმცა კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის თავდაცვის სამინისტროში დანიშვნაზე კონკრეტული პასუხი არავის არ აქვს. მოქმედი მინისტრი პასუხისმგებლობას იხსნის - უფრო მეტიც, ირაკლი ჩიქოვანმა დავით ხიდაშელი, მრჩევლის პოზიციიდან, დანიშვნის პირველივე დღეს გაათვისუფლა. ირაკლი ღარიბაშვილი კი, რომელმაც ბიზნესმენი თანამდებობაზე დაინიშნა, სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არსად გამოჩენილა.
როგორც კი გაჩნდა კითხვები, ექს-პრემიერი გაუჩინარდა და ჩვენ ამ გაუჩინარების მიზეზებიც ვიცით - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულება აიღო და ახლა დუბაიში იმყოფება. ყოფილი პრემიერის კვალს "მთავარმა არხმა" ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში მიაგნო. სავარაუდოდ მმართველი პარტიის მოქმედი თავმჯდომარე საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება და მას მოუწევს ხიდაშელის დანიშვნის თემაზე საუბარი.