"ვეწინააღმდეგებით სამხედრო ქმედებებს რაფაში" | იტალიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

იტალია ისრაელის ჯარების ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფაში სახმელეთო შეჭრას  ეწინააღმდეგება - ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, სენატში დეპუტატებს განუცხადა.

"ჩვენ გავიმეორებთ ჩვენს წინააღმდეგობას ისრაელის მიერ რაფაში სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო კატასტროფული შედეგები მოჰყვეს ამ მხარეში ხალხმრავალი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის," - განაცხადა მელონიმ.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი სახმელეთო მარშრუტებისა და საზღვაო დერეფნის გახსნა, კვიპროსიდან ღაზამდე, ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად, პრიორიტეტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი