ბათუმსა და ქობულეთში ფიზიკური დასწრებით სწავლება 1 ოქტომბრიდან იწყება

გამოქვეყნდა:

დღეს პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები განიხილა. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო. 

გადაწყვეტილება ეხება ყველა სასწავლო დაწესებულებას - იქნება ეს სკოლა თუ უნივერსიტეტი. 1 ოქტომბრამდე ისინი სწავლას დაიწყებენ დისტანციურად, სასწავლო დაწესებულებებს კი 1 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან ყველა აუცილებელი ნორმის დაცვით. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1  სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი