ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობა აუკრძალა. ამის შესახებ IOC-ის დირექტორმა ჯეიმს მაკლეოდმა ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ოკუპანტი ქვეყნის სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის კვალიფიკაციას გაივლიან იასპარეზებენ, როგორც ნეიტრალური სტატუსის მქონე სპორტსმენები, დროშისა და ჰიმნის გარეშე.

"გადაწყვეტილება დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის შესახებ მიიღება მოგვიანებით, იმის გათვალისწინებით, რომ დახურვის ცერემონიაში არ შედიან მხოლოდ გუნდები, არამედ ყველა სპორტსმენი ერთად," - განაცხადა მაკლეოდმა.

მაკლეოდის ცნობით, ოლიმპიურმა კომიტეტმა კვალიფიკაცია 12 რუს სპორტსმენს მიანიჭა, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ. ყველაზე სავარაუდო სცენარის მიხედვით, კვალიფიკაციის გავლას კიდევ 36 რუსი სპორტსმენი შეძლებს. ბელარუსი სპორტსმენებიდან კი კვალიფიკაცია, ამ დროისთვის მხოლოდ 7-ს აქვს გავლილი. კვალიფიკაცია შესაძლოა კიდევ 22 სპორტსმენს მიენიჭოს.

კომიტეტის ცნობით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არც ერთი რუსეთის ან ბელორუსის მთავრობის ან სახელმწიფო მოხელე არ იქნება მიწვეული ან აკრედიტებული. იმ შემთხვევაში, კი თუ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები გამარჯვებას შეძლებენ და მედლებს მოიპოვებენ, ისინი არ გამოქვეყნდება ოლიმპიური თამაშების საერთო ცხრილში.

2024 წლის ოლიმპიადა პარიზში ივლისი-აგვისტოში ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი