"მოლდოვამ EU-ის გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია" | ბორელი

გამოქვეყნდა:

"მოლდოვამ EU-ის გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია," - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

"სიამოვნებით მივესალმე მოლდოვის ვიცე-პრემიერს მიჰაი პოპსოის ბრიუსელში. მოლდოვამ EU-ის გზასა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. განვიხილეთ, როგორ უნდა გადავიტანოთ ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე, რათა კიდე უფრო გაიზარდოს მოლდოვას გამძლეობა და უსაფრთხოება," - წერს ბორელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი