დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

გამოქვეყნდა:

დღეს, 20 მარტს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მივა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კითხვები ექნებათ გახშირებულ ნარკოდანაშაულთან, ასევე, ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით. დეპუტატების თქმით, ასევე აინტერესებთ საზღვრის დაცულობის საკითხი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი