"ქალი ხართ და არ გეკადრებათ, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას" | ოდიშარია ნაცვლიშვილს

გამოქვეყნდა:

„გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა - უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ „ისტებლიშმენტზე“ როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ - ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა."

მიმართა "ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის სხდომაზე "ლელოს" დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, როდესაც ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ დარბაზში ხმაური იყო და საკუთარი თანაგუნდელებისთვის მოეწოდებინა, მოესმინათ მათივე კოლეგისთვის - ნინო წილოსანისთვი, რომელიც ტრიბუნასთან საუბრობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი