3 წელი თავდაუზოგავად იმუშავა და თუ მართლა შვებულებაში გავიდა, დიდი ამბავი | მდინარაძე ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი 3 წელი თავდაუზოგავად მუშაობდა და "დიდი ამბავი" თუ მართლაც შვებულებაშია გასული. ასე უპასუხა მან კითხვას "მთავარის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დუბაიში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.

"პარტიული შვებულება თქვენი საქმე არ არის. პარტიული შვებულებები თქვენი საქმე არ არის. ის რომ იყოს საჯარო მოხელე, პრემიერი ან სხვა ასეთ თანამდებობას იკავებდეს, მაშინ ანგარიშვალდებულების ფარგლებში გეტყოდით, რომ შვებულებაშია, ამდენი დღით, ამას აკეთებს, იმას აკეთებს, მაგრამ პარტიული შვებულება ნამდვილად არ არის თქვენი საქმე. ადამიანმა 3 წელი თავდაუზოგავად იმუშავა და ახლა თუ მართლა შვებულებაში გავიდა, დიდი ამბავი, პარტიიდან თან", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი