ოკუპანტების მორიგი იერიში ხარკოვზე | არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანეს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისათვის არსებული ცნობით, გარდაცვლილია სამი ადამიანი.

ტერეხოვის თქმით, დაბომბვის ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა და ტერიტორიაზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მისივე თქმით, რუსებმა სამოქალაქო სამრეწველო საწარმოს დაარტყეს.

"სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამი. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებთან მიახლოება ხანძრის გამო ამ დრომდე შეუძლებელია", - განაცხადა მან.

მერის განმარტებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი