ბჟანია ისევ მოსკოვშია და "აფხაზურ-რუსული თანამშრომლობის განვითარებას" განიხილავს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ისევ რუსეთში იმყოფება და "აფხაზურ-რუსული თანამშრომლობის განვითარებას" განიხილავს.

მისი "პრესსამსახურის" ინფორმაციით, 19 მარტს ბჟანია შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანტონ ვაინოს, რომელთანაც  განიხილა "აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხები“. დღეს, 20 მარტს კი შეხვედრა გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილესთან, რაშიდ ნურგალიევთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი