ღარიბაშვილის "პარტიული შვებულება" | "ოცნება" ამტკიცებს, რომ ექსპრემიერი ხიდაშელის სკანდალთან კავშირში არაა

გამოქვეყნდა:

კრემლის კადრის, დავით ხიდაშელის სკანდალზე კითხვების მთავარი ადრესატი ერთ კვირაზე მეტია დუმს. როგორც "მთავარმა" გაარკვია, ყოფილი პრემიერი და თავდაცვის მინისტრი საქართველოში არ იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად დუბაიში, ფეშენებელურ სასტუმროში ისვენებს, საქართველოში მისი თანაგუნდელები კი პარტიის თავმჯდომარის რეპუტაციის დაცვას ცდილობენ. მმართველი გუნდის ლიდერები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ღარიბაშვილი ხიდაშელის სკანდალთან კავშირში საერთოდ არ არის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი