
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე უნდა განახლდეს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი "ქართულ ოცნებას" ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამ გადაწყვეტილების საფუძველი კი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის უფლების ხელყოფა დაადგინა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ "ქართულ ოცნებაშიც" და საგამოძიებო უწყებაშიც დუმილს ამჯობინებენ. მალხაზ მაჩალიკაშვილს კი, რომელსაც შვილი სახლში, საწოლში მოუკლეს, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სრულფასოვანი და სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე