
ბათუმში კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა კოლეგებთან. უწყებაში ამბობენ, რომ მასწავლებლის კონტაქტები მოძიებულია და ამ დროისთვის მათი PCR ტესტირება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აჭარაში ეპიდსიტუაცია 2 ბოლო რამდენიმე კვირაა გართულდა. საკონდიტრო "დონაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროიდან ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.