აშშ-მა, პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, ორი რუსული კომპანია და ორი ფიზიკური პირი დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსებს, რომლებიც ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში პროპაგანდასა და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

კერძოდ, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა სანქციები ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც "საინფორმაციო მომსახურებას" უწევდნენ რუსეთის მთავრობას.

"მოსკოვი იყენებს უამრავ ინსტრუმენტს, მათ შორის მავნე გავლენის კამპანიებს და უკანონო კიბერ აქტივობებს, რათა ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში", - ნათქვამია მოხსენებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი