მერია იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟს გეგმავს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია.

"დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია, საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას რაც ფაქტობრივად ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს, რაც რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება", - თქვა კახი კალაძემ.

კალაძის თქმით, ადგილზე დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო ზებრა გადასასვლელი და გზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, შესაბამისად ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს:

"შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნულ ხიდს გავუკეთოთ დემონტაჟი, რადგან ის არის ფაქტობრივად უფუნქციო. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არის უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში და მისი შეკეთება საჭიროებს რამდენიმე მილიონს", - თქვა კალაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი