"ქართული ოცნების" ანტიდასავლურ რიტორიკის პირდაპირი კავშირი კრემლთან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი სიტყვასიტყვით იმეორებს იგივე შეთქმულების თეორიებს, რასაც ივანიშვილის პარტია ბოლო ორი წელია ტირაჟირებს და რითიც "ოცნების" გუნდი დასავლეთის მიმართ უნდობლობის გაღვივებას და საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.
კერძოდ, მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ დასავლეთის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნა და თითქოს ამ მიზანს ემსახურებოდა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ამიერკავკასიის ქვეყნებში.
"აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავს მოხვევა, ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებზე კონტროლის დამყარების მიზნით. მათი ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, იდეალურ ვარიანტში კი – მათ ბოლომდე ჩაშლაზე. დასავლეთი ამას არ მალავს. ისინი ასევე ცდილობენ ბაქოსთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შემოტანას”. თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა
ის რომ კრემლისა და ქართული ოცნების განცხადებები იდენტურია შინაარსით და ორივე მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, უხერხულობას არ უქმნით მმართველ პოლიტიკურ პარტიაში. ოპოზიციაში კი ზახაროვას განცხადებების შორს მიმავალ გეგმებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მიზნები ემთხვევა ქართული ოცნების საარჩევნო ინტერესებსჰიპოთეტური ომის საფრთხით დააშინონ საქართველოს მოქალაქეები.