ნიგერიის პრეზიდენტმა მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ფულით უცხოეთში მოგზაურობა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ მინისტრებსა და ხელისუფლებს სხვა მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ფულით უცხოეთში მოგზაურობა აუკრძალა.

ტინუბუს შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გამოწვეულია საჯარო მოხელეების მოგზაურობის ხარჯებით.პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, აკრძალვა 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში და მთავრობის წევრებს მხოლოდ "გადაუდებელი აუცილებლობის" შემთხვევაში შეეძლებათ ნიგერიის დატოვება. 

უცხოეთში ვიზიტების გამო კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გახდა. თავად ბოლა ტინუბუ 2023 წლის მაისიდან დღემდე, 15 ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რაშიც 2.2 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი