ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობა | რა მოხდა ალვანში?

გამოქვეყნდა:

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ქმრის მიერ დაჭრილი  ქალის მდგომარეობა სტაბილურია. ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

რაც შეეხება მომხდარს, ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ჯერ ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო და დაჭრით დასრულდა. როგორც მეზობლები ამბობენ, კაცმა 35 წლამდე ქალს დაზიანებები ჯერ შეშით მიაყენა, შემდეგ კი დანით დაჭრა. 

დაჭრილია ქალის არასრულწლოვანი ნათესავიც. 

"ღამის 4 საათზე მოხდა.. მთვრალი მოვიდა თელავიდანო, ფულზე შემედავაო..შეშის ნაჭერი ჩამარტყაო.. თავიც და წარბიც გახეთქილი ჰქონია, ვინც ნახა..." - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი 

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
 

იხილეთ ასევე:

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი