
ვაზისუბნის მეოთხე სამედიცინო ცენტრში რეგისტრატურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი ექვსი ადამიანი თვითიზოლაციაში გადაიყავნეს.
დაწესებულებაში ამბობენ, რომ ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.