Bloomberg: "ჰუთები" ამბობენ, რომ წითელ ზღვაში ჩინეთისა და რუსეთის გემებს თავს არ დაესხმებიან

გამოქვეყნდა:

იემენის მიერ დაფინანსებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰუთებმა" ჩინეთსა და რუსეთს განუცხადეს, რომ მათ გემებს, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში თავს არ დაესხმებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ იემენელმა "ჰუთებმა" ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა გასული წლის ნოემბერში დაიწყეს. მათი თქმით, ისინი, პალესტინის სოლიდარობის ნიშნად, ისრაელისკენ მიმავალ კომერციულ გემებს ესხმიან თავს. "ჰუთების" თავდასხმებმა შეაფერხა გლობალური გადაზიდვები და კომპანიები აიძულა მარშრუტი შეეცვალათ, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი