ავღანეთში აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა | არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

ავღანეთის სამხრეთით, ქალაქ ყანდაჰარში აფეთქების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ BBC-ის რეგიონული საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა.

თალიბანის განცხადებით, თვითმკვლელმა პირმა თავი ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკში აიფეთქა. ცხედრები და დაშავებულები მირვეისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი