ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან ისრაელ-"ჰამასის" მოლაპარაკებები განიხილა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტ, ფატაჰ ელ-სისის კაიროში შეხვდა. მათ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს.

"მათ ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად ღაზაში და ეგვიპტის არსებითი ლიდერული როლი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ხელშეწყობაში. მდივანმა გაიმეორა შეერთებული შტატების უარი ღაზიდან პალესტინელების იძულებით გადაადგილებაზე და დაადასტურა შეერთებული შტატების ვალდებულება ეგვიპტესთან იმუშაოს მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის, მათ შორის დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზით, ისრაელის უსაფრთხოების გარანტიებით. მდივანმა დაგმო "ჰუთების" თავდასხმები კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში და აღნიშნა, რომ ისინი არაფერს აკეთებენ პალესტინელი ხალხის საქმის წინსვლისთვის", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

ასევე, ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტს შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა, ეგვიპტის მთავრობის ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზომების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს ეგვიპტის ეკონომიკის გაძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ-ჰამასის საზავო შეთანხმება ომში, სულ მცირე, ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი