ილია ღამბაშიძე სანქცირებულთა სიაში | აშშ-მა კრემლის დეზინფორმაციული ქსელი გამოავლინა

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა კრემლის დეზინფორმაციული ქსელი გამოავლინა. შედეგად სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში კიდევ ერთი ქართული გვარი მოხვდა. ილია ღამბაშიძე ნიკოლაი ტუპიკინთან ერთად სანქცირებულთა სიაში დღეს შეიყვანეს. ირკვევა, რომ ღამბაშიძის კომპანია ამერიკაში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებულები და სარეკლამო სააგენტოებს ამოფარებული მართავდა მასშტაბურ ინტერნეტ ქსელს. დეზინფორმაციის მიზანს კი უკრაინის შესახებ ყალბი ამბების გავრცელება, რუსეთის ინტერესების მხარდაჭერა, და შეერთებული შტატების დისკრედიტაციას წარმოადგენდა. არავინ იცის ვრცელდებოდა თუ არა დეზინფორმაცია საქართველოშიც - რადგან საფრთხეები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს არ შეუსწავლიათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი