"ოცნების" იდენტური განცხადებები მოსკოვში | კრემლი ივანიშვილის გუნდის ანტიდასავლურ რიტორიკას იმეორებს

გამოქვეყნდა:

კრემლისა და "ქართული ოცნების" იდენტური განცხადებები და ანტიდასავლური რიტორიკა. პუტინის პროპაგანდისტი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ერთი-ერთში იმეორებს იგივე შეთქმულების თეორიას, რასაც ივანიშვილის გუნდი ბოლო ორი წელია ამტკიცებს. მარია ზახაროვამ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ ალიანსისა და ევროკავშირის მიზანია - სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტი გაიხსნას. 

ოპოზიციას კრემლის ეს პროპაგანდა არ უკვირს, რადგან ეს პუტინის რეჟიმის ჰიბრიდული ომის მთავარი შემადგენელი ნაწილია, ივანიშვილის გუნდის ასეთი პოზიციონირება კი ოპონენტებისთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესების შეგნებული დაზიანების ტოლფასია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი