"ქართული ოცნება" სპორტულ წარმატებებს კვლავ პოლიტიკურ პროცესად აქცევს. ილია თოფურიას გარშემო დღეს მორიგი სკანდალი მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ქართველი მებრძოლი ღირსების ორდენით დააჯილდოვა და ამ ღონისძიებაზე პრემიერმინისტრი და პარლამენტის თვმჯდომარეც იყვნენ მიწვეული. თუმცა უშედეგოდ. "ქართული ოცნების" ლიდერებმა უარი თქვეს სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებაში მონაწილეობაზე.