ხელისუფლების პროპაგანდისტული კამპანია "ახალის" წინააღმდეგ | "ოცნების" მორიგი პოლიტიკური სიცრუე

გამოქვეყნდა:

ახალი კამპანია "ახალის" წინააღმდეგ. "ქართული ოცნება" მორიგ ფეიკს ქმნის გვარამია-მელიას ტანდემის დასაზიანებლად. მმართველ პარტიაში, რომელიც ჯერ "ახალის" დაბალ რეიტინგზე ლაპარაკობდა, ახლა შიდა დაპირისპირების ვერსია შეთხზეს. პროპაგანდისტური მედია და პარტიული ექსპერტები უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ "ახალის" ლიდერებს შორის პრემიერმინისტრობის კანდიდატობისთვის შიდა დაპირისპირებაა დაწყებული. და ამ ისტორიისთვის მეტი დამაჯერებლობის შესაძენად ტყუილი პრემიერმინისტრმაც კი გაიმეორა - ირაკლი კობახიძე დღეს პირადად ჩაერთო პოლიტიკური სიცრუის გავრცელებაში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი