"უნგრეთი მშვიდობის მხარესაა" | ორბანმა პუტინს "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, პუტინის "არჩევნების ოფიციალური შედეგების" გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, პუტინს წერილი მიწერა და "გამარჯვება" მიულოცა.

"უნგრეთი მშვიდობის მხარესაა; ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დიალოგის გაგრძელება ფუნდამენტური პირობაა მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარებისთვის," - წერს ორბანი.

ორბანმა წერილში განმარტა, რომ მოხარულია, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, რაც, მისი თქმით, საშუალებას იძლევა "განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები თუნდაც არსებულ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში".

ორბანის სპიკერის ბერტალან ჰავაშის თანახმად, პრემიერმინისტრმა პუტინი დაარწმუნა, რომ უნგრეთი მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო კანონმდებლობით შეუზღუდავ სფეროებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი