"მე ამას ვუწოდებ სპეციალური ნომინაციის ოპერაციას" | კაია კალასი პუტინის "არჩევნებზე"

გამოქვეყნდა:

"მე ამას ვუწოდებ სპეციალური ნომინაციის ოპერაციას", - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა განაცხადა და პუტინის არჩევნებს დასცინა.

"მე უარს ვამბობ არჩევნების დანიშვნაზე, მე ამას ვუწოდებ სპეციალურ ნომინაციის ოპერაციას... ეს სხვა საკითხია, რატომ თამაშობენ ამ თამაშს, რათა აჩვენონ, რომ არჩევნები აქვთ, ამის თვითონ არ სჯერათ. ეს რეალურად არის ჩვენი არჩევნების, ჩვენი დემოკრატიის ძირის გამოთხრა," - განაცხადა კალასმა.

კალასის თქმით, პუტინს არ უნდა ეწოდოს "პრეზიდენტი", რადგან არჩევნები, სავარაუდოდ, არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო.

ესტონეთის ლიდერის ეს კომენტარი, კრემლის ფრაზასთან "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთანაა" დაკავშირებული, სწორედ ასე უწოდებს მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას.

შეგახსენებთ, რომ პუტინის არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ვლადიმერ პუტინი გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი