მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში იმედა ნიკურაძე გახდა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში იმედა ნიკურაძე იქნება. საკითხს კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს, დადგენილების პროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

იმედა ნიკურაძე "ელიტა ბურჯის" ყოფილი ადვოკატია. ის ბოლოს თბილისის განვითარების ფონდში, დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2020 წლის "იცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "ელიტა ბურჯს" მესაკუთრე შეეცვალა და ის "ფონდ ქართუზე" გადაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი