"ALDE ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვა 2029 წლისთვის მზად იყვნენ EU-ში გაწევრიანებისთვის" | ​ჯაფარიძე ALDE-ს მანიფესტზე

გამოქვეყნდა:

"ALDE ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები 2029 წლისთვის იყვნენ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის," - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართა. 

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ALDE-მ სპეციალური მანიფესტი მიიღო, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტია მათი სახელით პარლამენტში გასული დეპუტატებისთვის.

"ALDE-მ მიიღო სპეციალური მანიფესტი, რომელიც არის სახელმძღვანელო დოკუმენტი მომავალში ALDE-ს სახელით პარლამენტში გასული დეპუტატებისთვის, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ALDE ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები 2029 წლისთვის იყვნენ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დააკმაყოფილონ ყველა კრიტერიუმი... 2023 წლისთვის იგეგმება, სერიოზულად მიდის ამაზე მსჯელობა, ევროკავშირის გაფართოება, რომელიც შეიძლება ბოლო გაფართოება და ჩვენს ქვეყანას აქვს ძალია კონკრეტული და ხელშესახები შანსი, რომლის მსგავსიც, ალბათ, ისტორიაში არასოდეს არ ჰქონია, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები," - ამბობს ჯაფარიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი