
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 4 "იმედის" თანამშრომელია. საკითხს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარეს. პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 2 წავიდა.
შესარჩევი კომისიის წევრები იქნებიან:
საკითხი განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა და განაცხადა:
"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა. კონსულტაციების შედეგად, შერჩეულია შემადგენლობა. მათ შორის, ოპოზიციასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ წარმოედგინა კომისიისთვის საკუთარი კანდიდატურები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი მხრიდან არავინ იყო წარდგენილი. ასევე, შეთავაზება ჰქონდა სახალხო დამცველსაც, რომელმაც კომისიის წევრობის კანდიდატი დაასახელა."
ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, კომისიაში ეკა წამალაშვილის კანდიდატურის დამატება ითხოვა, თუმცა მას უარი ეთქვა.