უკრაინის დღევანდელი მასიური დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვია | დაშავებულია 26

გამოქვეყნდა:

რუსული ძალების მიერ, უკრაინის დღევანდელი მასიური დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ამის შესახებ ეროვნული პოლიცია იუწყება.

„დღეს, ღამიდან დილამდე რუსი ტერორისტები უკრაინას რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. 15:00 საათისთვის ხმელნიცკის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა, ერთი ქალი ნანგრევებიდან გამოიყვანეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა და 15 დაშავდა ზაპოროჟიეს რეგიონში. დაჭრილებს შორის არის პოლიციელი. 

ეროვნული პოლიციის ცნობით, ივანო-ფრანკოვსკის რაიონში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, ერთი ხარკოვის რაიონში.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა 100-ზე მეტი შენობა, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი