მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი იუსტიციის სახლში | დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის საქმის გაგრძელება

გამოქვეყნდა:

ვინ მფარველობს მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებულ ორი მამაკაცს, რომლებიც ძებნის მიუხედავად თავისუფლად გადაადგილდებიან? "მთავარმა არხმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ დამნაშავეებს, რომლების მიერ ორგანიზებული თავდასხმაც მთელმა ქვეყანამ ნახა, სამართალდამცველები არავითარ შეზღუდვებს არ უწესებენ. ლაპარაკია დმანისის ყოფილ მერზე მომხდარ თავდასხმაზე. 

რამდენიმე თვის წინ გიორგი ტატუაშვილის მისამართით სროლის კადრები ყველა მედია საშუალებამ გაავრცელა. გამოძიებამ თავდამსხმელებიც ამოიცნო, თუმცა ქართული ოცნების ორი აქტივისტი ამ დრომდე არაა დაკავებული. უფრო მეტიც - დაზარალებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თბილისში იუსტიციის სახლშიც კი იმყოფებოდა და დოკუმენტებს ხელი მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი