მთავარი დიპლომატის მოსმენა პარლამენტში დღეს სრულიად არადიპლომატიურ გარემოში მიმდინარეობდა. ოპოზიციამ ილია დარჩიაშვილი საარჩევნო პროცესში ემიგრანტების ჩართულობის თემაზე სასაუბროდ მოიწვია, მაგრამ როგორც ჩანს მმართველ პარტიაში არ აქვთ კონკრეტული პასუხები კითხვებზე. უმრავლესობის დეპუტატებმა მოსმენისას გადაწყვიტეს, რომ ხმაურით ჩარეულიყვნენ პროცესში. განსაკუთრებული გაღიზიანება ქართული ოცნებაში მიგრანტების თემამ გამოიწვია. ოპოზიციის მტკიცებით ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ მომავალ არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმა არ დაიკარგოს.