მაშინ როდესაც ევროპელი ლიდერები ბრიუსელში უკრაინის დახმარების გზებს ეძებენ მოსკოვი ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს. მსოფლიო მედიის და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში დღეს ვლადიმერ პუტინის პრეს- სპიკერის სიტყვები მოხვდა. დიმიტრი პესკოვმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ რუსეთი აღარ არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მდგომარეობაში და ეს ფაქტობრივად ომია. კრემლის გზავნილი ყველამ თავისებურად გაიგო - ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილისთვის ეს არ იყო სიახლე, თუმცა სხვებმა კრემლის მორიგი მუქარა იგრძნეს. საპასუხოდ არანაკლებ სკანდალური იყო პოლონეთის მეთაური, რომელმაც ასევე მოულოდნელად ბირთვული იარაღის შემუშავების პერსპექტივაზე ისაუბრა.