EU: საქართველოს სჭირდება შეიმუშაოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ერთიანი სისტემა

გამოქვეყნდა:

საქართველოს სჭირდება შეიმუშაოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ერთიანი სისტემა- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. პრესსპიკერი ეხმაურება ხელისუფლების მხრიდან იმ მოსამართლეებზე თავდასხმას, რომლებიც კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერენ და შეშფოთებას გამოთქვამს:

"სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, შეესაბამება ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების მოხსენებას, რომელიც საქართველოს შესახებ მომზადდა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ასევე არის ერთ-ერთი ევროპული კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციათაგან, რომლებიც "ფუნდამენტურია" საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 

ის ასევე არის ნაწილი იმ 9 ნაბიჯისა, რომელიც ევროკომისიის მიერ გაწერილი იყო ევროკავშირის გაფართოების კომუნიკეში, რომელსაც მხარი ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ დაუჭირა და რომელმაც რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა.

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, საქართველოს სჭირდება შეიმუშაოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ერთიანი სისტემა, სადაც ჩართულები იქნებიან ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ექნებათ, იმ კანდიდატებისთვისა და ადამიანებისთვის, რომლებსაც სასამართლო სისტემაში მმართველი პოზიციები უკავიათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოებში. 

ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც მიმართული იყო ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს მათი შეხედულებები მოსამართლეების საერთო შემოწმების სისტემის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. 

ევროკავშირი აგრძელებს დიალოგს ხელისუფლებასთან და მზად არის მხარი დაუჭიროს მათ, ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ." ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი