მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. თავდაპირველად დასახელებული იყო 12 დაღუპული და 35 დაჭრილი. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კი მოკლულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი.
შეგახსენებთ, სროლა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა, შემდეგ კი შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რაც სავარაუდოდ აფეთქებას მოჰყვა
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელების ვინაობა.