რა თქმა უნდა, უკრაინას არაფერი აქვს საერთო Crocus City Hall-ში მომხდარ სროლასა და აფეთქებასთან | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო Crocus City Hall-ში მომხდარ სროლასა და აფეთქებასთან.

უპირველეს ყოვლისა, უკრაინა ორ წელზე მეტია იბრძვის რუსეთის არმიასთან და ამ ომში ყველაფერი გადაწყდება მხოლოდ ბრძოლის ველზე. მხოლოდ იარაღის რაოდენობით და ხარისხობრივი სამხედრო გადაწყვეტილებით. ტერორისტული თავდასხმები პრობლემას არ წყვეტს...

მეორეც, უკრაინას არასოდეს მიუმართავს ტერორისტული მეთოდებისთვის, სხვათა შორის, თავად რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც იყენებს ტერორისტულ თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში და ადრეულ ისტორიაშიც, თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, რათა წამოეწყო შემდგომი "კონტრტერორისტული ქმედებები" ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ. საკმარისია გავიხსენოთ კაშირსკოიეს გზატკეცილსა (მოსკოვი) და ვოლგოდონსკში მომხდარი მოვლენები.

და მესამე, Crocus_City_Hall-ის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე, ჩვენ მოვისმინეთ საჯარო გაფრთხილებები მოსკოვში მოქმედი უცხოური საელჩოებისგან ასეთი სისხლიანი მოვლენების შესაძლებლობის შესახებ.

დასკვნა: არ არსებობს ოდნავი ეჭვი, რომ მოსკოვის გარეუბანში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს სამხედრო პროპაგანდის მკვეთრ ზრდას, დაჩქარებულ მილიტარიზაციას, გაფართოებულ მობილიზაციას და, საბოლოო ჯამში, ომის მასშტაბებს. ასევე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვლენილი გენოციდური დარტყმების გასამართლებლად..."

წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი