მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მომხდარს ტერაქტის მუხლით იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში 4 შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. მსხვერპლის რაოდენობა 40-მდეა, ხოლო დაჭრილია 100-ზე მეტი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ამ დრომდე ცდილობს მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.

ტერაქტი კი რამდენიმე საათის წინ, Crocus City Hall-ში, კონცერტის დაწყებამდე მოხდა. შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმი შტურმით შევიდა.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი