
135-მდე დაღუპული და 150- ზე მეტი დაშავებული. რუსეთში გლოვაა გამოცხადებული. ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოსკოვის მახლობლად - საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლში" გუშინ საღამოს მოსკოვის დროით 6 საათის შემდეგ დაიწყო. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ ეფესბეს დირექტორმა ვლადიმერ პუტინს 11 დაკავებული პირის შესახებ აცნობა. პასუხისმგებლობა მოსკოვის მასშტაბურ ტერაქტზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა დაჯგუფება ირწმუნება, რომ ტერორისტები არ დაუკავებიათ და ისინი ბაზაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსალოდნელ ტერაქტზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 7 მარტს ჰქონდა, როდესაც საელჩომ რუსეთში მისი მოქალაქეები პოტენციური თავდასხმის შესახებ განცხადებით გააფრთხილა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი