ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის | უელსის პრინცესას განცხადება - "შაბათის მთავარი" ლონდონიდან

გამოქვეყნდა:

უელსის პრინცესამ მისი გაუჩინარების შესახებ გაჩენილი მითქმა-მოთქმა საგანგებო განცხადებით დაასრულა. ქეით მიდლტონმა თქვა, რომ ის სიმსივნეს ებრძვის და ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს. ბრიტანეთის მომავალი დედოფალი 3 თვის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. რასაც მოჰყვა შეთქმულების არაერთი თეორია - რომ მას ქმარმა უღალატა, რომ სახლიდან გაიქცა და რომ ის თითქოს კომაშია. ეს ლაბირინთი უფრო მეტად ჩაიხლართა, როდესაც მედიაში გაჩნდა დედის დღისადმი მიძღვნილი ფოტო, სადაც პრინცესა შვილებთან ერთად არის და საქორწინო ბეჭედი არ უკეთია. ფოტოს დამუშავების კვალი იმდენად ეტყობოდა, რომ სოლიდურ გამოცემებს მისი საიტებიდან წაშლა მოუწიათ. ამ ჭორებსა და კონსპირაციებს წერტილი მომავალმა დედოფალმა თვითონ დაუსვა, როცა გამოაცხადა რომ მან და სამეფო ოჯახმა უმძიმესი დღეები გაიარა და გადის.  
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი