უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის სანაცვლოდ, პუტინმა უმძიმესი და გახმაურებული საქმის დამნაშავეები შეიწყალა

გამოქვეყნდა:

ე.წ ცაპოკის ბანდის საქმეზე მსჯავრდებულმა ორმა პირმა პუტინისგან, უკრაინის ომში მონაწილეობის შემდეგ შეწყალება მიიღო - ინფორმაციას მედია სამართალდამცავი უწყებებიდან ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს .

საუბარია ვიაჩესლავ რიაბცევსა და ანდრეი ბიკოვზე, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულისთვის 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. როგორც მედია წერს, რიაბცევი დაქორწინდა და ახლა კრასნოდარის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს, ხოლო ბიკოვი ომში დაიჭრა და  მკურნალობს. როდის გაათავისუფლეს ისინი, უცნობია

შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდეს ვლადიმერ ალექსეევი, რომელსაც ამავე საქმეზე სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, მან ომში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

რაც შეეხება ე.წ. ცაპოკის ბანდის საქმეს - 2010 წლის ნოემბერში, სერგეი ცაპოკის ბანდის წევრებმა - რიაბცევმა, ბიკოვმა და ალექსეევმა მასობრივი მკვლელობა ჩაიდინეს კრასნოდარის ტერიტორიის სოფელ კუშჩევსკაიაში. ფერმერი სერვერ ამეტოვი, მისი მეუღლე, შვილები და სტუმრები, ჯამში 12 ადამიანი მოკლეს, გვამები კი დაწვეს.

მედიის ინფორმაციით, "ცაპოკის ბანდას" სულ მცირე 19 მკვლელობა აქვს ჩადენილი.

2013 წლის ნოემბერში სასამართლომ სერგეი ცაპოკს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო რიაბცევსა და ბიკოვს 20-20 წელი. 2014 წლის ივლისში ცაპოკი ციხეში ინსულტით მოკვდა. 

2023 წლის შუა რიცხვებში პუტინმა დაადასტურა, რომ ხელს აწერდა ბრძანებებს უკრაინის ომიდან დაბრუნებული პატიმრების შეწყალების შესახებ. შეწყალებულთა შორის არიან  მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი