ბაიდენმა 1,2 ტრილიონიანი ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა

გამოქვეყნდა:

ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა. ბაიდენის განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

"ეს შეთანხმება არის კომპრომისი, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა…

მინდა ნათლად ვთქვა: კონგრესის მუშაობა არ დასრულებულა. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს დამატებითი დაფინანსების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი [უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის] , რათა წინ წაწიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებდა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ განიხილავდნენ, რაც მოგვარებული იქნებოდა ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი