მოსკოვში სამაშველო ოპერაცია დასრულდა | სამძებრო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, მოსკოვში, ტერაქტის ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა ანდრეი ვორობიოვის, თქმით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მისივე ინფორმაციით, 24 საათში "კროკუს სითი ჰოლის" ტერიტორიაზე, ნანგრევებში 133 ცხედარი იპოვეს, რომელთაგან 50 იდენტიფიცირებულია. დაშავებულები კი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

არსებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი