BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის ორი მონაწილე მოკლეს

გამოქვეყნდა:

BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  Crocus City Hall-ზე თავდამსხმელებიდან სულ მცირე ორი პირი მოკლულია. ერთი საკონცერტო დარბაზში, ხოლო მეორე - ბრიანსკის რაიონში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა თეთრი ფერის რენოს მარკის მანქანა გააჩერეს.

როგორც BBC წერს, მათ აქვთ ბრიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცის პასპორტის ასლი და ის ტაჯიკეთის 30 წლის მოქალაქეა - "ჩვენ ვიცით მამაკაცის სახელი, მაგრამ არ ვაქვეყნებთ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ მისი ოჯახი ინფორმირებულია" - წერს მედიასაშუალება.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 11 პირია დაკავებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი