"გასულ დღეს მტერთან 75 საბრძოლო შეტაკება მოხდა" | უკრაინის გენშტაბი 

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 75 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათგან 34 ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.

"გასული 24 საათის განმავლობაში მტერთან 75 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამას გარდა, მტერმა განახორციელა 14 სარაკეტო და 106 საჰაერო დარტყმა, ასევე, 99 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. ღამით რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას"შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების და სხვადასხვა ტიპის საკრუიზო რაკეტების გამოყენებითაც," - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

უწყების თქმით, ავიაიერიშები განხორციელდა სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში.

მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი