არავითარი მტკიცებულება არ არსებობს Crocus City Hall-ზე თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობაზე | კამალა ჰარისი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ვლადიმერ პუტინის ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

"არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი "ისლამური სახელმწიფოა..." რაც მოხდა არის ტერორისტული აქტი და დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს," - განაცხადა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უოტსონმაც აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ეკისრება და არა უკრაინას. 

"მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ საჯარო რჩევა რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს 7 მარტს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ეკისრება. არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა," - თქვა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დღეს გლოვის დღეა. Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც. პუტინმა 20 საათიანი დუმილის შემდეგ, მიმართვა გაავრცელა და მომხდარში ირიბად უკრაინა დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი