
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინებუგოვის ინფორმაციით, გასულ 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის 15 დასახლებას შეუტიეს. იერიშის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
მისივე ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩუგუივის რაიონის ვოვჩანსკი ხუტორი, კოზაჩა ლოპანი, ვოვჩანსკი, გოლუბივკა, დვორიჩნა, სინკივკა. საჰაერო იერიშები განხორციელდა ზემლიანკი, პოტიხონოვი, ბოლოხივკა, კისლივკას მიმართულებითაც.
ავიაიერიშების შედეგად, დაზიდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.