"საერთო მტერს ებრძოდა...მალე აფხაზეთში დავბრუნდებითო, ამის მოლოდინში იყო" | უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ძმა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედრის გამოყვანა ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც თენგის ჭანიას ძმა, თემურ ჭანია ამბობს, ის ავდიივკა-მარინკას მიმართულებით დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.  

"ერთად გამოვიარეთ ყველაფერი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის. თავს არ ვზოგავდით. ქვეყნის სიყვარულმა და ერთგულებამ მოგვიტანა, რაც მოგვიტანა ეს უბედურება. საერთო მტერს ებრძოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. უკრაინის ომი როგორც კი დაიწყო, ეგრევე ჩაერთო. აფხაზეთი, სამაჩაბლო...ჯილდოები ..საქართველოს დამსახურებული ჯილდო ჰქონდა განსაკუთრებული მამაცობისთვის. უკრაინაში ორი ჯილდო აქვს მიღებული.

ერთად გამოვიარეთ, ჩვენ თან ხომ იცით ტყუპებს განსაკუთრებული სიყვარული რომ აქვთ...[სულ ამბობდა] მალე დამთავრდება და აფხაზეთში დავბრუნდებითო. ამის მოლოდინი იყო თავი და ბოლო მიზეზი...გუშინ შეტევა განახორციელეს ავდეევკა-მარინკას მიმართულებით, დონეცკის ოლქში, იქ დაბომბვაში მოყვა და გარდაიცვალა," - ამბობს თემურ ჭანია.

ცნობისთვის, აფხაზეთიდან დევნილი ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე იყო. ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელიც.

უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა. თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა. 

გადმოსვენების შემდეგ ჭანიას საოკუპაციო ხაზთან, სამხედრო პატივით, მის მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 62 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი